აივნის გადახურვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია ადამიანები ცდილობენ შექმნან მოსასვენებელი სივრცე რომელიც კომფორტული და მაქსიმალურად ათვისებული იქნება ნებისმიერი ამინდის და სეზონის პირობებში.
მნიშვნელობა არ აქვს, კერძო სახლი, პატარა ბინა გაქვთ, თუ უბრალოდ გსურთ თქვენი სივრცის გალამაზება, აივნის გადახურვა შექმნის კომფორტულ, მშვიდ და საოცნებო გარემოს. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ, იმუშაოთ ან დრო გაატაროთ როგორც მარტო, ისე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია აივნის გადახურვისთვის საჭირო მასალები, რომელთა შორის, ყველაზე გავრცელებული ვარიანტებია პოლიკარბონატი, მეტალოკრამიტი, ონდულინი, ევროშიფერი და ტენტები. თითოეულს აქვს თავისი უპირატესობა და თავისებურება, რაც მნიშვნელოვანია აივნის გადახურვის დრომ რომ გაითვალისწინოთ. ბლოგში მოგიყვებით, ყველა იმ დეტალის შესახებ, რაც გაგიმარტივებთ აივნის გადახურვის პროცესს და მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენ ფინანსურ დანახარჯებს.
რა უპირატესობა აქვს პოლიკარბონატის სახურავს ?
- პოლიკარბონატისგან დამზადებული აივნის სახურავი გიცავთ ქარის, წვიმის და ინტენსიური მზისგან. ამ ტიპის მასალა მაქსიმალურად უზრუნველყოფს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვას მთელი წლის განმავლობაში.
- პოლიკარბონატი უზრუნველყოფს თქვენი მყუდრო და მშვიდი სივრცის შექმნას, ამავდროულად ინარჩუნებს ღიაობის შეგრძნებას, რაც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, ისიამოვნონ ბუნებრივი გარემოთი.
- მიუხედავად იმისა, რომ პოლიკარბონატის მასალა მაქსიმალურად მსუბუქია, გამოირჩევა გამძლეობით და ექსტრემალური ამინდის პირობების მიმართ მდგრადობით. პოლიკარბონატი უზრუნველყოფს ამინდისადმი მდგრადობას, უზარმაზარ გამძლეობას და მარტივ მონტაჟს.
- პოლიკარბონატი, როგორც წესი, მრავალი წლის განმავლობაში ძლებს გაუფერულების ან ფერის შეცვლის გარეშე, რაც დროთა განმავლობაში მინიმალურ მოვლას საჭიროებს.
- პოლიკარბონატი ხელმისაწვდომია სტილისა და ტექსტურის ფართო სპექტრში, რაც თქვენი აივნის სახურავის დიზაინს უფრო თანამედროვეს ხდის.
- მისი ხელმისაწვდომობის გამო, აივნის სახურავის დიზაინისთვის პოლიკარბონატი ძალიან ეკონომიურ ვარიანტს წარმოადგენს.
- პოლიკარბონატის ისეთი მახასიათებელი, როგორიცაა: ამინდისადმი მდგრადი თვისებები და სიმტკიცე, არის მიზეზი, რის გამოც მასალა ასე მაღალი მოთხოვნით სარგებლობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება აივნებისა და ტერასების ნაწილობრივი სახურავების მშენებლობას, რომლებიც მთლიანად არ უნდა იყოს დახურული. პოლიკარბონატის გადასახურად სტანდარტული ზომა: 2.1 × 6 მ ან 2.1 × 12 მ- ზეა.
პოლიკარბონატის დაჭრა და ბურღვა მარტივია, არ საჭიროებს ზედმეტ დანადგარებს. ხასიათდება ფორმის შეცვლის უნარით, რაც ნებისმიერი ტიპის შენობაზე შეიძლება, რადგან მარტივად შეიძლება მიეცეს მრუდი ან ტალღოვანი ფორმა. პოლიკარბონატი სინათლის კარგი გამტარობით ხასიათდება, ადვილად უძლებს მძიმე დატვირთვას და მდგრადია ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების მიმართ. გამოირჩევა ცეცხლგამძლეობით, პლასტმასი, საიდანაც ის მიიღება, არ მიეკუთვნება აალებადი მასალების კლასს.
პოლიკარბონატის გარდა აივნის გადახურვისთვის გამოიყენება სხვადასხვა მასალები, მათ შორის:
მეტალოკრამიტი, რომელიც არის მტკიცე და გამძლე მასალა. მისი ძირითადი უპირატესობებია: მაღალი ტემპერატურის მიმართ გამძლეობა და ლამაზი ვიზუალური ეფექტი. რაც შეეხება ონდულინს, ეს მასალა გამოირჩევა სიმსუბუქით და ბიუჯეტურობით. მისი დამონტაჟება საკმაოდ მარტივია და გამოირჩევა წვიმის მიმართ გამძლეობით. მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ ყველაზე მთავარი დეტალი, რომ აივნის სახურავი უნდა იყოს მარტივი და პრაქტიკული. მთავარი მიზანია გამძლეობა, უსაფრთხოება და ეკონომიურობა. ასევე სახურავის ჩარჩოს დახრილობისთვის 15°- 75° საკმაოდ იაფი და მარტივი დასამონტაჟებელია. რაც შეეხება, აივნის დიდ დახრილობას, ეს უკეთ იცავს აივნის სახურავს თოვლის დაგროვებისგან.
რაც შეეხება,
აივნის შემინვას ეს პროცესი შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ტიპის ფანჯრებით, არჩევანი დამოკიდებულია თქვენ ბიუჯეტზე, თბოიზოლაციაზე, დიზაინსა და გამოყენების მიზანზე. ალუმინის ფანჯრები ყველაზე ხშირად გამოიყენება აივნის შემინვაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭიროა მსუბუქი და გამძლე კონსტრუქცია. ისინი კარგად უძლებს ამინდის პირობებს და დიდხანს ინარჩუნებს ფორმას.
ევროშიფერი გამოირჩევა მსუბუქი წონით, გამძლეობითა და ხელმისაწვდომი ფასით. ის ხშირად გამოიყენება აივნის, ტერასის, ნავესის და მცირე ზომის კონსტრუქციების გადახურვისთვის. ევროშიფერი მზადდება სპეციალური ბოჭკოვანი მასალისა და დამცავი ფენებისგან, რაც უზრუნველყოფს მის წყალგაუმტარობასა და გარემო პირობებისადმი გამძლეობას. ევროშიფერი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ტიპის გადახურვის დროს, მათ შორის:
- აივნის გადახურვა;
- ტერასის გადახურვა;
- ნავესის გადახურვა;
- ავტოფარეხის გადახურვა;
- საწყობის გადახურვა.
რაც შეეხება,
ტენტებს, ეს ერთ-ერთი თანამედროვე და ფუნქციური გადაწყვეტაა, რომელიც გამოიყენება მზისგან, წვიმისგან და ქარისგან დაცვისთვის. ტენტის მთავარი უპირატესობა მისი მოქნილობაა. სურვილის და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გახსნა ან დახურვა. ტენტები განსაკუთრებით პოპულარულია საცხოვრებელ სახლებში, კაფეებში, რესტორნებში და კომერციულ ობიექტებში. არსებობს ტენტების სხვადასხვა ტიპი, მათ შორის, ფიქსირებული ტენტები, რომელიც მუდმივი კონსტრუქციაა და დამაგრებულია კედელზე ან კარკასზე. რაც შეეხება, მოძრავ ტენტებს, შეიძლება გაიხსნას ან დაიკეცოს საჭიროების მიხედვით. ეს ვარიანტი განსაკუთრებით მოსახერხებელია მცირე სივრცეებისთვის, კაფეებისა და რესტორნების ვერანდებისთვისაც. არსებობს ავტომატური ტენტებიც, რომელთა მართვაც ხდება დისტანციური პულტით ან ღილაკით.
ტენტები ხშირად გამოიყენება სეზონური გადახურვისთვის, მაგრამ ხარისხიანი მასალის შემთხვევაში შესაძლებელია მათი მრავალწლიანი გამოყენებაც.
აივნის ნავესი შეიძლება დამონტაჟდეს ეზოში, აივანზე, ავტოსადგომსა ან შენობის შესასვლელთან. ნავესი იცავს ტერიტორიას წვიმისგან, თოვლისგან, მზისგან და გარე ზემოქმედებისაგან. ნავესი გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით:
- ავტომობილის დასაცავად;
- ეზოს ან ტერასის გადახურვისთვის;
- მაღაზიის ან ოფისის შესასვლელის ზედა მხარეს;
- რესტორნისა და კაფეს სივრცეში;
- საწყობის ან სამუშაო ადგილის დასაცავად.
ნავესი გამოირჩევა პრაქტიკულობით და გამძლეობით, მისი კონსტრუქცია საკმაოდ გამძლეა, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როცა კედელზე ხდება მისი დამონტაჟება. ნავესი შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა მასალისგან, მათ შორის: მეტალის, პოლიკარბონატის, ევროშიფერის ან სხვა გადახურვის სისტემის გამოყენებით.
აივნის გადასახურად საჭირო მასალისა და სპეციალისტების ძიება დღეს უკვე საკმაოდ მარტივია. საიტზე
servisebi.ge იპოვით სანდო ხელოსანს, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება აივნის გადახურვის მიმართულებით და ამ საქმის პროფესიონალია. საიტის საშუალებით, თქვენ მომხმარებლის მეირ გაზიარებულ შეფასებებსაც ეცნობით, რაც დაგეხმარებათ, არჩევანი იმ სპეციალისტზე შეაჩეროთ, რომელიც მომხმარებლის მაღალი შეფასებით გამოირჩევა.